მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 11 ადამიანი

დონეცკი

რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არის 5 ბავშვი.

ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

მისივე ცნობით, გარდაცვლილების გარდა არიან დაჭრილებიც:"ძირითადი დარტყმა პოკროვსკსა და როვნოზე მოვიდა,” - წერს ფილაშკინი.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია და მედიკოსები არიან მობილიზებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები