მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

ენგურჰესი

2025 წელს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. შარშან რეგიონმა 2.5 მლრდ კვტ,სთ ელექტროენერგია მოიხმარა. 2024 წელთან შედარებით მოხმარება თითქმის 3%-ით არის შემცირებული. რეგიონში მოხმარების კლება რეალურად 2023 წლიდან დაიწყო.

ენგურჰესის გარდა, აფხაზეთისთვის ელექტოენერგიის მიღების ძირითადი წყარო რუსეთია, საიდანაც სპეციალურ ფასად 0.1 ცენტად იღებს ელექტროენერგიას. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წელს ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 27%-ით გაიზარდა 1.6 ტვტ.სთ-მდე. იმპორტირებულ ელექტროენერგიის 62% რუსეთიდან განხორციელდა, ხოლო ჯამური იმპორტის 46.5% აფხაზეთის მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.

ჯამურად, 2025 წელს იმპორტულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამ 48 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ კვტ.სთ-ზე 3.1 ცენტია. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები