მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთიდან იმპორტირებული დენის 74.5% აფხაზეთის მომარაგებას მოხმარდა

აფხაზეთი

სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 74.5% ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა.

აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად კვტ.სთ-ზე 0.1 ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ჯამში, შარშან საქართველომ 1.6 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, 27%-ით მეტი 2024 წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს აფხაზეთის მოხმარება წლიურად 2.6%-ით თითქმის 2.5 მლრდ კვტ.სთ-მდე შემცირდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების კლება 2023 წლიდან დაიწყო და ბოლო წლებში ყველაზე დაბალი ნიშნული 2025 წელს დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები