მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთი საზღვაო ბაზის მოწყობას აპირებს

სოჭი

რუსეთი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის მოწყობას აპირებს. ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიას დაუდასტურა. 

როგორც ასლან ბჟანიამ განაცხადა, რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მუდმივი ბაზა ოჩამჩირეში შეიქმნება. 

"ეს რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე და მსგავსი ურთიერთთანამშრომლობის  გასაგრძელებლადაა მიმართული. ეს როგორც აფხაზეთის, ასევე რუსეთის პირველადი ინტერესების უზრუნველყოფას ნიშნავს, უსაფრთხოება კი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამასთან, არის საკითხები, რაზე საუბარი არ შემიძლია”, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები