დროებით ოკუპირებულ ყირიმში 9 ივლისიდან ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეიზღუდა. გარდა ამისა, 14 დასახლება წყლის გარეშეა დარჩენილი - ამის შესახებ "Suspilne Crimea" რუსულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა: ჯანკოიში, იანი კაპუში, არმიანსკში, ფეოდოსიაში, ევპატორიაში, სიმფეროპოლში, ქერჩში, საკისა და სუდაკში.
"Voda Kryma"-ს (ყირიმის წყალი) ინფორმაციით, წყლის მიწოდება შეიზღუდება ჯანკოისა და სიმფეროპოლის რაიონების 14 სოფელში. ამის მიზეზად ელექტროქსელის ავარია სახელდება.
როგორც მანამდე იტყობინებოდნენ, 7 ივლისს ყირიმის ნახევარკუნძულზე წყალი ცხრა ქალაქსა და სამ რაიონს არ მიეწოდებოდა.
ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეზღუდვას წინ უკრაინული დრონების თავდასხმათა სერიები უსწრებდა, რომელთა სამიზნეც ყირიმის ელექტროგადამცემი ქსელი იყო.
ამჟამად ინფორმაცია ზუსტდება ადგილობრივი სამსახურებისა და წყალმომარაგების კომპანიის მიერ, რომელიც მიწოდების აღდგენაზე მუშაობს.




























