მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 25 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

მანდარინი

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში, ამ დროისთვის, 25 ტონა მანდარინია ექსპორტირებული. ინფორმაციას კრასნოდარის საბაჟო ავრცელებს.

რუსული უწყების ინფორმაციით, გარდა ციტრუსისა, რუსეთში 3 ტონაზე მეტი ფეიხოა არის გაყიდული.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წელს 37 ათასი ტონა მანდარინის მოსავალია მოსალოდნელი.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტამდე აფხაზეთიდან რუსეთში 25 ათასი ტონა მანდარინი გაიტანეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები