მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი შემცირდა, ლიმონის და ფორთოხლის - გაიზარდა - მედია

მანდარინი

ოკუპირებული აფხაზეთიდან, სეზონის დასაწყისიდან რუსეთში 31 304 ტონა მანდარინია ექსპორტირებული. Apsnypress-ი წერს, რომ წლიურად მოცულობა შემცირებულია, რადგან ანალოგიურ პერიოდში 36 912 ტონა იყო ექსპორტირებული.

სეზონის დასაწყისიდან ასევე გატანილია:

  • ფეიხოა: 1 266 ტონა (2024 წელს — 1 098 ტონა);
  • ხურმა: 509 ტონა (2024 წელს — 248 ტონა);
  • ლიმონი: 923 ტონა (2024 წელს — 407 ტონა);
  • ფორთოხალი: 302 ტონა (2024 წელს — 251 ტონა).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, სეზონის ბოლომდე დაგეგმილია 33 ათასი ტონა აფხაზური მანდარინის ექსპორტი.

აღსანიშნია, რომ 2025 წლის 11 თვეში საქართველოდან მანდარინის ექსპორტი შემცირებულია. ამ პერიოდში ქვეყანამ 13 502 ტონა ციტრუსის გაყიდვით 8 მილიონ 154 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. კლება 45.4%-ია. ქართული ციტრუსის მთავარი შემსყიდველი რუსეთია, სადაც ამ პერიოდში 5 მლნ დოლარის ღირებულების 6 974 ტონა ციტრუსი გავიდა, რაც გასული წლის ექსპორტს 57.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. საქართველოდან მანდარინს სომხეთში ყიდის, ხოლო ბელარუსსა, ყაზახეთსა და უკრაინაში ექსპორტი მცირეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები