ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ე.წ. პარლამენტი დღეს შეიკრიბა.
ე.წ. დეპუტატებმა კენჭი ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს უყარეს. ერთადერთი კანდიდატი ალან მარგიევი იყო. სწორედ, ის გახდა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე.
ალან მარგიევი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პარტია "ნიხასის" წევრია. ე.წ. არჩევნებში ის მონაწილეობას მეორე ნომრად იღებდა.