ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნებს შორის არსებული კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ვისაუბრეთ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მადლობას უხდის.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას.
ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.