რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ ოლეშკიში, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით მიღწეული ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ამოქმედდა.
დაპირისპირებულმა მხარეებმა საბრძოლო მოქმედებები ადგილობრივი დროით დილის სამ საათზე შეწყვიტეს. როგორც ირკვევა, დროებითი ზავი მიზნად ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებას ისახავს.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის ოლეშკიში ორ ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტის პირობებში იმყოფება. გაეროს მონაცემებით, მოსახლეობა ტერიტორიის დატოვებას დანაღმული გზებისა და დრონების ინტენსიური თავდასხმების გამო ვერ ახერხებს.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსი და უკრაინელი სამოქალაქო პირები ადგილობრივების საჭიროებებს უშუალოდ ოჯახებში ვიზიტით შეაფასებენ. მელანია ტრამპის განმარტებით, მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის კოორდინირებულ დახმარებას მიიღებენ და ისინი საკუთარ არჩევანს უკრაინასა და რუსეთს შორის თავისუფლად გააკეთებენ.
საყურადღებოა, რომ პროცესს მონიტორინგს გაუწევს ამერიკული ტელეკომპანია Newsmax-ი, რომელმაც დამკვირვებლებთან ერთად ქალაქში შესვლის ექსკლუზიური სატელევიზიო უფლება მოიპოვა.
























