მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას "m2" ორ კვირაში დაიწყებს - კალაძე

5f8eb4e48ac07
ვიქტორია მღებრიშვილი
20.10.20 14:00
1167
თბილისის მერის კახა კალაძის განაცხადებით, 13 წლის წინ დაწყებული „ოლიმპიური ვარსკვლავის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას დეველოპერული კომპანია „m2 ჯგუფი“ 2 კვირაში დაიწყებს და 3 წელიწადში დაასრულებს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა შარტავას ქუჩაზე მშენებარე ობიექტის მონახულებისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, „ოლიმპიურ ვარსკვლავის“ მშენებლობის დასრულებას 400-მდე ოჯახი ელოდება.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ აქ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას “m2 ჯგუფთან“, რომ ისინი აიღებდნენ ამ მშენებლობის დასრულების ვალდებულებას და დააკმაყოფილებდნენ 400 ოჯახს, რომელიც 13 წელია ელოდება ბინებს.

სამშენებლო ნებართვა გაცემულია, პროექტი შეთანხმებულია, ყველა რეკომენდაციის დაცვით 2 კვირაში მოეწყობა სამშენებლო მოედანი და დაიწყება უშუალოდ სამუშაობი. ყველა ოჯახს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდებოდა საცხოვრებელ ფართებს, 3 წელიწადში გადაეცემათ საკუთარი ბინები“, - განაცხადა კახა კალძემ.

მან "m2"-ის მიერ „სვეტის“ დაუსრულებელი მშენებლობის გადაბარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ მშენებლობები მიმდინარეობს. დედაქალაქის მერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასაკმაყოფილების საკითხზეც. 

მისივე ინფორმაციით, ქალაქში 180 დაუსრულებელი ობიექტია, რომელიც სერიოზულლ პრობლემას წარმოადგენს ერთი - ვიზუალის მხრივ, ხოლო მეორე - ოჯახების გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები