მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომანიდან კერძო რეისით 122 მოქალაქე საქართველოსკენ უკვე გამოემგზავრა - ილია წულაია

წუალაია

ბიზნესმენმა და ყოფილმა პარლამენტარმა ილია წულაიამ სოციალურ ქსელში ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. მისი განცხადებით, მუსკატიდან თბილისის მიმართულებით დაქირავებული ხომალდი უკვე ჰაერშია და ბორტზე 122 მგზავრი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ კერძო ჩარტერული რეისი ბიზნესმენებისა და მათი მეგობრების ინიციატივითა და დაფინანსებით სრულდება. ფოტოში ჩანს, რომ ბორტზეა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან კობიაშვილიც.

" საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ!

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს (ლაშა კვაჭაძეს, ლევან ფხაკაძეს, კახა დევაძეს, კახა კობაივანოვს, ბაჩო საბანაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე ამისულაშვილს და უტა მაზიაშვილს), ვისთან ერთადაც შევუკვეთეთ კერძო რეისი და ვბრუნდებით ჩვენს საყვარელ სამშობლოში.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღოჩენილი დახმარებისთვის, რის გარეშეც ომანში კერძო თვითმფრინავის მიღებას ვერ მოვახერხებდით.

მშვიდობა საქართველოს,მშვიდობა რეგიონს და მშვიდობა ყველა საქართველოს მოქალაქეს ვინც ამ რეგიონშია ჩარჩენილი!

მალე ყველას საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ!", - წერს ილია წულაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები