მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომანმა ინვესტორების მოსაზიდად 10-წლიანი ოქროს ვიზები გამოუშვა

ინვესტორები

ომანმა ოქროს ვიზების პროგრამა წარადგინა. ის მფლობელს საშუალებას მისცემს, ქვეყანაში ცხოვრების 10-წლიანი ნებართვა მოიპოვოს. ქვეყნის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ინვესტორებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას ხელს შეუწყობს. ამასთან, ოქროს ვიზების პროექტი “ხედვა 2040”-ის, ანუ იმ ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ომანის ეკონომიკურ დივერსიფიკაციას ისახავს.

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ნებისმიერ პირი ოქროს ვიზას მიიღებს, თუ ის ომანურ უძრავ ქონებაში, სამთავრობო ბონდებში ან ბიზნესში 520,000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შემდეგ ვიზის მფლობელს საშუალება ექნება, საკუთარი თავისთვის, მეუღლისთვის, ასევე შვილებისა და უახლოესი ნათესავებისთვის ქვეყანაში ცხოვრების 10-წლიანი ნებართვა მოიპოვოს. ამასთან, მას ომანის ციფრულ სერვისებთან წვდომა მიეცემა და უძრავი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირებასაც შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები