მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დასრულების განსახილველად, უკრაინა აშშ-ს შვეიცარიაში შეხვდება - Reuters

ტრამპი ზელენსკი

კიევი აშშ-სთან კონსულტაციებს შვეიცარიაში გამართავს, უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმის თაობაზე - ამის შესახებ Reuters-ი უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

"შვეიცარიაში ვიწყებთ კონსულტაციებს უკრაინისა და აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებს შორის სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით. ვაფასებთ ამერიკული მხარის მონაწილეობას და მის მზადყოფნას არსებითი მოლაპარაკებებისთვის",- დაწერა Telegram-ზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შემადგენლობა უკვე დაამტკიცა. დელეგაციას მისი ადმინისტრაციის უფროსი უხელმძღვანელებს და მასში უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლებიც შევლენ - ნათქვამია მისი ადმინისტრაციის მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ, ტრამპის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, აშშ-მა ნატო-ს მიმართა და განაცხადა, რომ თუ ზელენსკი ტრამპის მიერ დამტკიცებულ 28-პუნქტიან გეგმას ხელს არ მოაწერს, "უკრაინას სამომავლოდ გაცილებით უარესი შეთანხმება ელის".

The Guardian-ის თანახმად, აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს პარასკევს გვიან კიევში გამართულ შეხვედრაზე, ზელენსკისთან მოლაპარაკებებისა და თეთრი სახლიდან სატელეფონო ზარის მიღების შემდეგ აცნობა, რომ "არცერთი შეთანხმება არ არის იდეალური, მაგრამ ის რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს".

მედიის ცნობით, ევროპელმა ელჩებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს შეთანხმების შინაარსი და ის, თუ როგორ აწარმოა აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებები, მოკავშირეების ინფორმირების გარეშე.

პარასკევს უკრაინულმა მედიამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელიც ასახავს დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებულ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. გადაწყვეტილების მისაღებად ტრამპი ზელენსკის დროს 27 ნოემბრამდე აძლევს.

ტრამპის გეგმის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმს, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს დე ფაქტო რუსეთის ტერიტორიად აღიარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები