მიმდინარე კვირაში ევროკავშირი უკრაინისთვის €3 მილიარდის ($4.8 მლრდ.) სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ეს ტრანში კიევისთვის დამტკიცებული €90-მილიარდიანი ($100 მლრდ.) საკრედიტო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია და მიზნად უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი სატელეფონო ზარით ზელენსკიმ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა მას შემდეგ შეათანხმეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერს სამშვიდობო პროცესების გაჭიანურებაში ბრალი ღიად დასდო და ქვეყანაში ახალი ლიდერის არჩევის მოთხოვნა გააჟღერა.
შეგახსენებთ, უკრაინის მხარდამჭერი €90-მილიარდიანი ($100.9 მლრდ.) საკრედიტო შეთანხმება ევროკავშირმა 2026 წლის აპრილში დაამტკიცა. ეს პაკეტი მიზნად 2027 წლის ბოლომდე კიევის ფინანსური და სამხედრო საჭიროებების ორი მესამედის დაფარვას ისახავს.
























