მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა - რა ხდება შუა აღმოსავლეთში?

israeli

დაჯგუფება “ჰამსის” მიერ ისრაელზე სამხედრო შეტევის შემდეგ ზუსტად ორ კვირაში, ჰუმანიტარული დახმარებით სავსე 20-მა სატვირთომ რაფას საზღვარი დღეს დილით გადაკვეთა. ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას გაეროს თანამშრომლები გაანაწილებენ - წერს BBC.

ისრაელის მხარემ დღეს ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების შესახებაც განაახლა ინფორმაცია. ღაზაში მძევლების რაოდენობა 210-ს აღწევს, იმ ამერიკელ დედა-შვილის გამოკლებით, რომლებიც ჰამასმა წუხელ ღამით გაათავისუფლა.

ცნობილია, რომ ეგვიპტის დედაქალაქში შუა აღმოსავლეთისა და ევროპის ძალაუფლების მქონე ლიდერები სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც ისრაელი-ღაზას ომს განიხილავენ. BBC-ის ცნობით სამიტს ისრაელის, ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

ჰამასის ინფორმაციით, საომარ მოქმედებებს ორ კვირაში 4 385 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 17 “გაეროს” სააგენტოს “UNRWA”-ის თანამშრომელია. ისრაელის მხარეს გარდაცვლილთა რაოდენობა 1 400-ს აღწევს, საიდანაც მინიმუმ 307 სამხედრო პირია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები