მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის დაწყების შემდეგ რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის 108 222 მოქალაქე ემიგრირდა საქართველოში

მოსახლეობის აღწერა

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის მიგრაციული ნაკადი მიიღო. იმიგრაციის პიკი 2022 წელს იყო, თუმცა 2025 წლის სტატისტიკა, რომელიც საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა აჩვენებს, რომ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის 108,222 მოქალაქე კვლავ გრძელვადიანად იმყოფება საქართველოში.

ეს საქართველოს მოსახლეობის - 3.9 მილიონის 2.6%-ია. უფრო დეტალურად, ეს 108,222 ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება - რუსეთის მოქალაქეები 72,527 ადამიანი; უკრაინის მოქალაქეები - 24,440 ადამიანი; ბელარუსის მოქალაქეები 11,255 ადამიანი.

რეგიონების მიხედვით, მიგრაცია ძირითადად თბილისს და ბათუმს შეეხო. ამასთან, სწორედ იმიგრაცია გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც 2024 წლის ბოლოს ჩატარებული საყოველთაო აღწერით საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა, რაც ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოელების რაოდენობასაც მოიცავს. საქსტატის თანახმად, მთლიანობაში ქვეყანაში 257,000 უცხოეთის მოქალაქე ცხოვრობს გრძელვადიანად, საიდანაც 108,222 უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ემიგრირებული რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეები არიან.

უფრო დეტალურად, წლების მიხედვით ამ ქვეყნებიდან მიგრაციული მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

ქვეყანა 2022 წელს მიგრაციული სალდო 2023 წელს მიგრაციული სალდო 2024 წელს მიგრაციული სალდო 2025 წელს მიგრაციული სალდო 2022-2025 წლებში სალდო
რუსეთის ფედერაცია +56,369 მოქალაქე; +17,283 მოქალაქე; -2,038 მოქალაქე; +913 მოქალაქე; +72,527 მოქალაქე;
უკრაინა +18,712 მოქალაქე; -159 მოქალაქე; +2,608 მოქალაქე; +3,279 მოქალაქე; +24,440 მოქალაქე;
ბელარუსი +12,509 მოქალაქე; -980 მოქალაქე; -147 მოქალაქე; -127 მოქალაქე; +11,255 მოქალაქე;
ჯამი +87,590 მოქალაქე; +16,144 მოქალაქე; +423 მოქალაქე; +4065 მოქალაქე; +108,222 მოქალაქე;

საქსტატის ანგარიში აჩვენებს, რომ იმიგრაციის მხრივ 2024 და 2025 წლებში რუსეთთან შედარებით საქართველოში უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე ემიგრირდა, მეტიც რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა ამ პერიოდში შემცირდა, ასევე იკლო ქვეყანაში გრძელვადიანად მყოფი ბელარუსის მოქალაქეების რიცხვმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები