მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის დაწყებიდან მალევე სოცქსელებში შეცდომაში შემყვანი მასალები გავრცელდა - BBC

6217af5a9561e
მარიამ ვარადაშვილი
24.02.22 20:40
1371
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებიდან მალევე, რომ უკრაინაში შეიჭრებოდნენ, წამყვან სოციალურ ქსელებში კონფლიქტის “ამსახველი” სხვადასხვა ფოტო/ვიდეო გავრცელდა.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ მათ ნაწილს ქსელების მომხმარებელი შემოწმების გარეშე ავრცელებდა, რის გამოც ზოგიერთი მათგანი 2014 წლის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ასახავდა, ზოგი კი ლიბიის ომის იყო, ზოგიც ბეირუთში 2020 წელს მომხდარ აფეთქებას ასახავდა.

BBC-ის თანახმად, სოციალური ქსელებიდან "ტვიტერი" გამოირჩეოდა შეცდომაში შემყვანი ვიდეოების კონტროლის ნაწილში, რადგან ქსელიდან ზოგიერთი მათგანი, რომელიც მკვლევრების მიერ მიიჩნეოდა, რომ ძველი ან/და მცდარი იყო, "ტვიტერმა" წაშალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები