მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დაწყების შემდეგ პირველად სი ძინპინი ზელენსკის ესაუბრა

64491471482c3
მარიამ ვარადაშვილი
26.04.23 16:17
1018
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკი ტვიტერზე წერს, სი ძინპინთან ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა.

“მჯერა, რომ ეს სატელეფონო საუბარი და ჩინეთში უკრაინის ელჩის დანიშვნა ორმხრივ ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება”,-წერს ზელენსკი.

ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის ლიდერთან ეს ზელენსკის პირველი საუბარია. მარტის ბოლოს სი ძინპინი მოსკოვში იმყოფებოდა. ის პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც პუტინს მას შემდეგ შეხვდა, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. საერთაშორისო მედია წერს, რომ კრემლისთვის სი ძინპინის ვიზიტი რუსეთის მხარდამჭერი პოზიციის დადასტურებაა. ვიზიტის ფარგლებში ხელი 14 დოკუმენტს მოეწერა, მათ შორის, ერთობლივ განცხადებას ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. პუტინის განცხადებით, რუსეთს შეუძლია დააკმაყოფილოს ჩინეთის ეკონომიკის მზარდი მოთხოვნა ენერგორესურსებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები