რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის შრომის ბაზრის კორექტირება მოახდინა. ახლა უკრაინაში ყველაზე ხშირად მძღოლებს ეძებენ. Unian.net წერს, რომ მარტში ასეთი ვაკანსიების რაოდენობამ 9,5 ათასს მიაღწია. პოპულარულ სპეციალისტებად სახელდებიან მშენებლებიც, რომლებიც ათასზე მეტ დამსაქმებელს ესაჭიროება.
ომის დროს ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ქვის მთლელები - მათი ანაზღაურება თვეში 35 ათასი გრინვაა.
2. შემფუთველები - 32,5 ათასი გრინვა
3. ფასადების სპეციალისტი - 32,5 ათასი გრინვა
4. სატვირთო მანქანების სპეციალისტები - 31,8 ათასი გრინვა
5. ბათქაშის სპეციალისტი - 30 ათასი გრინვა
საქმიანობა, რომელიც ომის ფონზე პოპულარული პროფესიების სიიდან გაქრა, მიმტანის პროფესიაა.