რუსულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Yandex-მა უკრაინული დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მთავარ მონაცემთა ცენტრში ოპერაციები შეაჩერა.
კომპანიის ოფიციალური განცხადების თანახმად, რიაზანის ოლქში მდებარე ობიექტზე გაჩენილმა ხანძარმა ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა. ობიექტმა მუშაობა სრულად შეწყვიტა, რის გამოც მომხმარებლებისთვის გარკვეული სერვისები მიუწვდომელი გახდა.
Yandex-ზე განხორციელებული შეტევის პარალელურად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გაორმაგების პირობა დადო. უკრაინის ლიდერის თქმით, კრემლი ეკონომიკურ ობიექტებს ომის დასაფინანსებლად იყენებს, ამიტომ უკრაინის არმია ყველა იმ კომპანიას შეუტევს, რომელიც ომის დაფინანსებაში მონაწილეობს.
ცნობისთვის, ქალაქ მოსკოვში დაფუძნებული Yandex-ი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემას ფლობს და მას რუსულ Google-ს უწოდებენ.
























