პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ომისა და ევროპაში ეკონომიკური რეცესიის ფონზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის ორმაგდება. ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ინვესტირებს ქვეყანაში შექმნილი სტაბილური გარემო იზიდავთ.
„პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგება ბოლო ერთ წელიწადში. იმის მიუხედავად, რაც ხდება რეგიონში, მეგობრებო, კარგად მოეხსენება ყველას, რომ უკრაინაში საშინელი ომი მიმდინარეობს, დაძაბულობაა ყველგან, რეცესია ევროპაში, ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ფონზე, ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთა საერთო მოცულობამ შეადგინა მილიარდ 675 მილიონი აშშ დოლარი. ეს არის თითქმის გაორმაგება. თუ ამას შევადარებთ წინა წელს და ასევე, მინდა ვთქვა, რომ კოვიდამდე პერიოდსაც თუ შევადარებთ, 2019 წელს მაგალითად, 70%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ სიტუაციას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. პირველ რიგში, ეს არის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ შევქმენით მშვიდობა, სტაბილური პერიოდი, რომელიც ქვეყანაში დგას",-აცხადებს ღარიბაშვილი.
FDI 101%-ით გაიზარდა (9 თვე)