გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.
სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც ძირითადი სამომხმარებლო საქონლის საერთაშორისო ღირებულებას ზომავს, ბოლო თვეების განმავლობაში მზარდ დინამიკას აჩვენებს. მაგალითად, წინა თვეს ის დამატებით 2.4%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალურად სურსათი ამდენად არის გაძვირებული.
FAO-ს განმარტებით, კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენები ნავთობისა და ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და ტრანსპორტირების თვითღირებულებას საგრძნობლად ზრდის.
ანგარიშის თანახმად, სასურსათო უსაფრთხოების საკითხი განვითარებადი ქვეყნებისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ინფლაციის მიმართ ყველაზე მოწყვლადები სწორედ ღარიბი ქვეყნები არიან.




























