მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის გამო რუსეთიდან და უკრაინიდან ინდოელი სტუდენტები საქართველოში გადმოვიდნენ|რელოკაციის ეფექტი

განათლება

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან და რუსეთიდან რელოკაციამ სტუდენტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველოში უცხოელი სტუდენტების მხრიდან, მოთხოვნას ძირითადად ინდოელი სტუდენტები ქმნიან. რელოკაციის ეფექტმა 2022-23 წლებში მათი რაოდენობა 49%-ით, 13 100-მდე გაზარდა, წინა სასწავლო წლის 8 800-დან.

"საქართველოში უცხოელი სტუდენტების ზრდა ძირითადად ინდოეთიდან სტუდენტების შემოდინებამ განაპირობა. ინდოელი სტუდენტები უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობის 53.8%-ს ქმნიან, 2025 წლის მდგომარეობით. თუმცა, მზარდია ინტერესი ახლო აღმოსავლეთისა და სხვა რეგიონების მხრიდან",- წერია კვლევაში.

"საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდან არის" - Galt&Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები