მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის გამწვავების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი იზრდება

63442086bcf9f
გიორგი თოლორდავა
10.10.22 17:44
853
რუსული სამხედრო ძალების მიერ კიევზე იერიშის მიტანისა და ომის გამწვავების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი იზრდება.

ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში ხორბლის ფასი თითქმის 4.5%-ით გაიზარდა და ამჟამად ბუშელის ღირებულება 920 დოლარს შეადგენს, რაც ივნისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.

საქმე ისაა, რომ რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის, მათ შორის, ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან, კონფლიქტის ესკალაცია კი მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის რისკებს ზრდის, რაც ბირჟაზე შესაბამის ასახვას პოვებს.

ცნობისთვის, ხორბლის მაქსიმალური ფასი მაისში დაფიქსირდა, მაშინ ბუშელი მარცვლეულის ღირებულებამ 1,275-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია დაიწყო, რომელიც შესაძლოა, ახლა უკვე დასასრულს უახლოვდებოდეს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები