მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის მხარდაჭერისთვის აშშ-მა კიდევ 400 ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

სანქციები

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 400-ზე მეტ სუბიექტს და ფიზიკურ პირს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო. განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სანქციები დაუწესდა მათ შორის ჩინურ ფირმებს, რომლებიც ამერიკელი ოფიციალური პირების აზრით, ეხმარებიან მოსკოვს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში და აძლიერებენ რუსულ ჯარს. ოფიციალური განცხადების თანახმად, ახალი სანქციები 16 სხვადასხვა იურისდიქციაში მდებარე ოთხასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობენ, ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და ეხმარებიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სფეროს.

23 აგვისტოს სანქციების სიაში აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელუსოვის შვილი, პაველ ბელუსოვიც შეიყვანა.

აშშ აცხადებს, რომ ხედავს და აქვს ინფორმაცია რუსული ბიზნესის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში შვილობილი კომპანიების შექმნით სანქციების თავის არიდების შესახებ. მათივე მტკიცებით, აქვთ არაერთი ინსტრუმენტი, მათი სანქციებში მოქცევისთვის.

შეერთებული შტატების მთავრობამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სურს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ის იცავს მის დამოუკიდებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები