მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის წლისთავზე ბრიტანეთმა "ტრანსნეფტი" დაასანქცირა

ბრიტანული ნავთობი

უკრაინის ომის ოთხი წლისთავზე 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რომელშიც ორი ქართული ტელევიზია "იმედი" და პოსტვიც" მოხვდნენ. სანქციების ეს პაკეტი ერთ-ერთი ყველაზე ფართოა, რადგან მასში 300-მდე სუბიექტი მოხვდა.

მათ შორის არის მილსადენის ოპერატორი კომპანია "ტრანსნეფტი". დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, "ტრანსნეფტი" რუსული ნავთობის გადაზიდვებშია ჩართული და ურალის 80%-მდე ექსპორტს სწორედ ეს კომპანია ახორციელებს. ამიტომ აღნიშნული სანქციების მიზანია კრემლის შემოსავლები ენერგორესურსებიდან კიდევ უფრო შემცირდეს. დიდმა ბრიტანეთმა ასევე დაასანქცირა რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტთან" კავშირში მყოფი 48 ტანკერი.

ბრიტანეთისგან განსხვავებით, ომის წლისთავზე სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მიღება ვერ მოახერხა ევროკავშირმა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ტრადიციულად უნგრეთი ბლოკავს, უნგრეთმა ასევე ვეტო დაადო უკრაინისთვის 90 მლნ ევროს მოცულობის სესხის გამოყოფასაც. არადა სანქციების შემოთავაზებულ პაკეტი ყულევის პორტის სანქცირებასაც გულისხმობს.

რაც შეეხება ორ ქართულ ტელევიზიას, მათ გაერთიანებულმა სამეფომ ფინანსური სანქციები დაუწესა დეზინფორმაციის გავრცელების საფუძვლით, რისი მიზანიც დესტაბილიზაცია იყო. ისინი რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით დასანქცირდნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სანქციები გულისხმობს: აქტივების გაყინვას, სანქციებს ტრასტის სერვისებისთვის და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები