მსოფლიოს ყურადღება უკრაინის ომის გარდა კიდევ ერთი შესაძლო კონფლიქტისკენ არის მიპყრობილი, რომელიც თავისი მასშტაბით შესაძლოა არათუ ჩამოუვარდეს, არამედ გადააჭარბო უკრაინა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებას. საუბარია ინდოეთის და პაკისტანის დაპირისპირებაზე, რომელიც სრულად გადაზრდილია დიპლომატიურ ომში და ეკონომიკური ემბარგოს რეჟიმში. ვითარება, ისეთი დაძაბულია რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გააუქმეს მოსკოვში ვიზიტი წითელ მოედანზე გამარჯვების დღის 80 წლის აღსანიშნავად, და აზიის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს სახელით მას ინდოეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრება. რა ეტაპზეა კონფლიქტი და რა პირი უჩანს მას?