მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OMV Petrom-ი საქართველოდან გადის - კომპანია შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოებს აღარ ჩაატარებს

OMV ნავთობი

"მიღებულია ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება" - OMV Petrom -ი, რომელსაც შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები უნდა დაეწყო, როგორც ჩანს, ქვეყანას ტოვებს. მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომპანიამ 2024 წლის პირველი კვარტალის ანგარიშში დაწერა.

ავსტრიულ- რუმინულმა OMV Petrom-მა შავ ზღვაში ნავთობის კვლევა-ძიების ლიცენზია 2021 წელს მოიპოვა. კომპანიას სავალდებულო სეისმური სამუშაოები მალევე უნდა დაეწყო, თუმცა პროცესი რამდენჯერმე გადავადდა. ბოლოს სამუშაოების შეფერხების მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაზრდილი უსაფრთხოების რისკები დასახელდა.

კომპანიასთან არსებული სალიცენზიო ხელშეკრულება 5,300 კვადრატული კილომეტრის ფართობის შესწავლას მოიცავს. OMV Petrom-ს გაცხადებული ჰქონდა, რომ ბურღვითი სამუშაოების დაწყებამდე სალიცენზიო არეალში სეისმური მონაცემების მოპოვებისთვის შესაბამის კვლევებს ჩაატარებდა. აღნიშნული სამუშაოების ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი დოლარია. შეთანხმებული გეგმით, OMV Petrom-ს სატესტო ჭაბურღილით გაზის მოპოვება 2025 წლისთვის უნდა დაეწყო.

რატომ ტოვებს ქვეყანას OMV Petrom-ი BMG პასუხების მიღებას როგორც კომპანიიდან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსგან შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები