მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ONGC Videsh Limited-მა „აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის“ და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" პროექტებში წილი გაზარდა

აზერბაიჯანი

ინდურმა კომპანია ONGC Videsh Limited-მა ნორვეგიურლ Equinor-თან საბოლოო შეთანხმება გააფორმა მისგან აზერბაიჯანული ნავთობპროექტში „აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის“ პროექტში 0.615%-იანი ჩართულობის წილისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციების 0.737%-იანი წილის შეძენაზე. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ONGC Videsh Limited-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარიგების ღირებულება 60 მლნ დოლარამდეა და პროცედურა უახლოეს თვეებში დასრულდება. აღნიშნული გარიგება გაზრდის ONGC Videsh Limited წილებს ნავთობპროექტისა და მილსადენის პროექტებში, რაც ამ დროისთვის 2.31% და 2.36%-ია.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ „აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის“ კასპიის ზღვაში გიგანტურ საბადოს წარმოადგენს, რომელსაც 7 მომპოვებელი პლატფორმა აქვს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კი კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს აკავშირებს და ენერგომატარებლების ტრანსპორტირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

თავად ONGC Videsh ინდოეთის უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. ის 15 ქვეყანაში მუშაობს და 32 აქტივი აქვს.

Equinor-მა 2023 წლის ბოლოს აზერბაიჯანში ნავთობმომპოვებელი პროექტების დატოვების და მწვანე ინიციატივებში ინტერესების შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები