მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონკოლოგიური და ძვირად ღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა - განცხადება

6421a07bd2a47
BM.GE
27.03.23 18:01
717
ონკოლოგიური და ძვირად ღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ კომპანია PSP-ს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებას ბოლო დღეებში არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია მაღალჩინოსნებისგან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ონკოლოგიურ პრეპარატებზე მაღალი მარჟის გამო.

ჩვენ, კომპანია PSP-ს, არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ონკოლოგიური და ძვირად ღირებული მედიკამენტების ფასწარმოქმნა კომპანიის მოგებაზე ორიენტაციით არ ხდება, ხშირ შემთხვევებში თვითღირებულებით მიგვიწოდებია ეს მედიკამენტები მომხმარებლისთვის მათი აქტუალობის და მწარმოებლის ძვირი ფასის გამო.

ჯანდაცვის მინისტრმა 25 მარტის შაბათის ეთერში განაცხადა რომ: „ფასები გადამოწმდა იმპორტის ღირებულებებითაც და სამწუხაროდ 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირია საიმპორტო ფასთან შედარებით“ და რომ “1000 ლარიანი მედიკამენტი ….. მოულოდნელად 3000 ლარი გახდა”.

მედიკამენტ აფინიტორის ღირებულება არა თუ 3-ჯერ გაიზარდა, არამედ მისი ღირებულება შემცირებულია 10%-მდე.

აღნიშნული მედიკამენტის იმპორტის ღირებულება 2022 წლის განმავლობაში 841,47 აშშ დოლარია და ლარში მისი თვითღირებულება იცვლებოდა იმპორტის თარიღის და მიმდინარე კურსის მიხედვით, შესაბამისად მისი თვითღირებულება ყოველთვის აღემატებოდა 1000 ლარს.

თვალსაჩინოებისთვის ცხრილის სახით წარმოგიდგენთ ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებულ ფასებს და ინფორმაციას მედიკამენტის გაცემის შესახებ.



წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით, მარტივია დავინახოთ, რომ 1 წლის განმავლობაში კომპანია PSP-მ კონკრეტული ერთი ონკოლოგიური მედიკამენტი სახელმწიფოს 15 616 ლარის ზარალით მიაწოდა.

ონკოლოგიური და ძვირად ღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა, მომხმარებლის საჭიროებიდან და მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანიას არასდროს შეუჩერებია და არ შეაჩერებს მედიკამენტების შემოტანას", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები