მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ინფორმაცია სწორია, თავის მართლების მცდელობები - არასწორი" - ჯანდაცვის მინისტრი PSP-ზე

642883e59d282
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.23 23:18
638
ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაცია სწორია, თავის მართლების მცდელობები კი არასწორია, – ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი PSP-ს დამფუძნებლის არგუმენტს, იმის შესახებ, რომ ონკომედიკამენტები ქსელში სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე სამჯერ უფრო იაფად, მისი მოკლე ვადიანობის გამო იყიდებოდა და კონკრეტული პერიოდის შემდეგ ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნება მოხდა და არა გაძვირება. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. 

„ონკომედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაცია სწორია. შემდეგ იყო მცდელობა ამის გამართლების თითქოს ვადების გამო ხდებოდა ფასების შემცირება, თუმცა ჩვენ ზუსტად ვიცით შემოტანის დრო, როდის, რა ვადებში შემოვიდა და რა მედიკამენტები შემოვიდა. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ეს მედიკამენტები, რაც დღეს იყიდება, მაშინდელი, იმ პერიოდში შემოტანილია. რასაკვირველია, ჩვენი ინფორმაცია სწორია, ეს თავის გამართლების მცდელობები კი არასწორი. თუ თქვენ მათ განცხადებას არგუმენტად ჩათვლით, ყველას შეუძლია, სუბიექტური აზრი გამოხატოს, თუმცა ეს არგუმენტი არ არის. სამწუხაროდ, იგივე მედიკამენტები იყიდება სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებულ ფასად“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს კარტერულ გარიგებებში სდებს ბრალს და ამბობს, რომ კონკურენციის სამინისტრომ ბაზრის მოკვლევა უკვე დაიწყო და პირველადი შედეგებიც მალე დაიდება.

„გარდა ამისა იქ სხვა დარღვევებიც ხდება, ის რომ შეთანხმებულად ხდება ფასის შეთავაზება ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის, რომელიც დღეს ონკომედიკამენტების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია და წლის განმავლობაში 90 მლნ ლარის ონკოლოგიურ მედიკამენტებს ვყიდულობთ, თუმცა ეს ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება. კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა ზუსტად ამის საფუძველზე დაიწყო და პირველადი შეფასება მალე გვექნება, საბოლოოდ ეს დოკუმენტურად დადასტურდება. მოკვლების საბოლოოდ დასრულებამდე შუალედურად ჩვენ სხვადასხვა დასკვნები გვექნება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები