მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტები პირდაპირ კლინიკებში იქნება ხელმისაწვდომი - სამინისტრო

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დაავადებების თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ონკოპაციენტებისთვის წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება.

ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს“, - განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე, ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს - მხარეებმა სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები