მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონში ₾2.7 მილიონიანი აგრო ბაზარი აშენდება

63caa15463787
თინათინ ნატმელაძე
21.01.23 00:00
1054
რაჭაში, ქალაქ ონში აგრარული ბაზრის მშენებლობის პროექტი განხორციელდება, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტი უკვე დასრულებულია, რომელიც ღია და დახურული სავაჭრო ფართების, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობების მოწყობას ითვალისწინებს.

„ქალაქ ონში აგრარული ბაზრის მშენებლობის პროექტირება დასრულდა! არსებული ბაზარი, ტერიტორიის სიმცირის გამო ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს, რის გამოც საჭირო გახდა პროექტის დაგეგმვა, რათა უახლოეს მომავალში სრულად განახლდეს ყოფილი ბაზრის ტერიტორია, სადაც ღია და დახურული სავაჭრო ფართები მოეწყობა, აშენედება ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მოხდება ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა. ხელი შეეწყობა სოციალური გარემოს გაუმჯობესებას, გაიზრდება მომსახურების ხარისხი. პროექტი განხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ონის მოსახლეობისა და ადგილობრივი მოვაჭრეების ინტერესები,“ - წერს გოჩა ენუქიძე სოციალურ ქსელში.

BM.GE პროექტის დეტალებით დაინტერესა და ონის მერიის ინფრსატრუქტურული სამსახურის უფროსს თეიმურაზ ბერიშვილის დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ პროექტის საერთო ღირებულება 2.7 მილიონია, საიდანაც 1.5 მილიონი ლარის ოდენობის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია.

მისივე ცნობით, აგრო ბაზრის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყება.

„ეს არის 2.7 მილიონის პროექტი, აქედან 1.5 მილიონი უკვე მოძიებული გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დანარჩენ თანხაზეც სახელმწიფოსთან წარიმართება მოლაპარაკებები. წელს ვგეგმავთ, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი, ანუ ძირითი შენობის მშენებლობა განვახორციელოთ, რომ წლის ბოლომდე თუ არა, მომავალი წლის დასაწყისში მაინც ბაზარი გავხსნათ. შემდგომ გაგრძელდება საგამოფენო სივრცეებისა და ღია დახლების მოწყობა. ტენდერი გამოცხადდება მომავალ კვირაში, სატენდერო პროცესების დასრულების შემდეგ კი, დაახლოებით მარტიდან მშენებლობებიც დაიწყება.“ - განაცხადა თეიმურაზ გრძელიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები