მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OPEC-ის მიერ ნავთობის მოპოვება 2000-იანების მინიმუმამდე შემცირდა

OPEC

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მიერ ნედლეულის მოპოვების მაჩვენებელმა მიმდინარე წლის მაისში ბოლო ორ ათწლეულზე მეტი პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

Reuters-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აღნიშნული მკვეთრი კლება აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მიერ ირანის ექსპორტის შეზღუდვამ და თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ გამოიწვია, რამაც სპარსეთის ყურის სხვა მწარმოებელი ქვეყნების მიწოდება საგრძნობლად შეამცირა.

არსებული ინფორმაციით, ორგანიზაციის 11 წევრი ქვეყნის ჯამური მოპოვება წინა თვესთან შედარებით დღე-ღამეში 1.06 მილიონი ბარელით შემცირდა და 16.13 მილიონი ბარელი შეადგინა. საყურადღებოა, რომ ეს არის ყველაზე დაბალი ყოველთვიური მაჩვენებელი სულ მცირე 2000 წლის შემდეგ, რაც ბევრად ჩამოუვარდება 2020 წლის COVID-19-ის პანდემიის პერიოდის მონაცემებსაც კი, როდესაც მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა კატასტროფულად დაეცა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოპოვების ყველაზე დიდი ვარდნა სწორედ ირანში დაფიქსირდა, რაც მიმდინარე წლის 13 აპრილს დაწყებული აშშ-ის სამხედრო ბლოკადის პირდაპირი შედეგია. შექმნილი ვითარების გამო, ირანის ნედლი ნავთობისა და კონდენსატის ექსპორტი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. პარალელურად, მიწოდების კლება საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები