OPEC+-ის წევრი ქვეყნები კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, აგვისტოდან ნავთობის მოპოვების მიზნობრივი მაჩვენებლის მორიგ ზრდაზე შეთანხმდებიან.
Reuters-ის ანონიმური წყაროების ცნობით, აგვისტოში მოპოვება დღეში დაახლოებით 188,000 ბარელით გაიზრდება, რაც ივნისისა და ივლისის მაჩვენებლების იდენტურია. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ორგანიზაცია არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დატოვა, რისი მიზეზიც მოპოვების ლიმიტების გარეშე საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების სრულად ათვისების სურვილი გახდა. ამ ცვლილების გათვალისწინებით, აგვისტოდან ბაზარზე თავდაპირველი შემცირებიდან დღეში კიდევ 379,000 ბარელი უნდა დაბრუნდეს, რაც არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ნავთობის უფრო მეტად გაუფასურებას გამოიწვევს.
პარალელურად, ორგანიზაციის შიგნით უთანხმოება მწვავდება, რაც ერაყის განცხადებებს უკავშირდება, რომელიც ლიმიტების გაზრდას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოფიციალური ბაღდადი OPEC-იდან გასვლით იმუქრება.
OPEC-ის მხრიდან წარმოების ზრდის ფონზე, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 2027 წლიდან ნავთობი მკვეთრ გაუფასურებას დაიწყებს და ბარელის ფასი, შესაძლოა, 40 დოლარამდე შემცირდეს.




























