მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC-ის შეხვედრის წინ, ნავთობის ფასი იზრდება

ნავთობი

OPEC-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის წინ, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები იზრდება.

ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 83.5 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 2.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ასევე, მოიმატა WTI-ის ფასმაც და ბარელის ღირებულება 78.5 დოლარს აღწევს, რაც 3.6%-ით მეტია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთ კვირაში 5%-ითაა გაზრდილი რუსული ნავთობის ფასიც და ამჟამად ბარელი Urals-ის ღირებულება 64 დოლარს აღწევს.

უნდა აღინიშნოს, რომ OPEC-ის წევრ სახელმწიფოების შორის უთანხმოება გრძელდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, საკვანძო საკითხი ნავთობის მიწოდების მოცულობას უკავშირდება, რაზეც კარტელის წევრები ჯერაც დავობენ და არის იმის შანსი, რომ საკითხი საბჭოს ოფიციალურ შეხვედრამდე ვერ მოგვარდეს.

როგორც ირკვევა, განხეთქილებას ორი დაპირისპირებული მხარე განაპირობებს, ერთ მხარეს არიან საუდის არაბეთი და რუსეთის ფედერაცია, მეორე მხარეს კი - ნიგერია და ანგოლა. არაბეთი მოითხოვს, რომ ნავთობის მიწოდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც არ გაიზარდოს და ენერგეტიკულ ბაზარზე ხელოვნური დეფიციტი შენარჩუნდეს, ნიგერია კი ამტკიცებს, რომ ამ პოლიტიკით აფრიკული სახელმწიფოები ზიანდებიან, რომელთაც ენერგორესურსები უძვირდებათ და თან ისინი თავიანთი პროდუქციის რეალიზებას სათანადოდ ვერ ახერხებენ.