მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEL-ის მფლობელი ჰოლდინგი აღმასვლას განაგრძობს – რა განაპირობებს STELLANTIS-ის წარმატებას?

Opel

მიმდინარე წელი გლობალური ავტოინდუსტრიისთვის გამოწვევებითა და სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით გერმანულ Opel-ზე და მის მფლობელ ჰოლდინგ Stellantis-ზე, რომლის აქციების ღირებულება ერთ წელიწადში დაახლოებით 43%-ით გაიზარდა.

საფონდო ბირჟაზე Stellantis-ის აქციების მკვეთრი აღმასვლა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ჰოლდინგში შემავალი ბრენდები ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით დიდ ნაბიჯებს დგამენ, მომხმარებლები და ინვესტორები კი კმაყოფილებას თავიანთი ქმედებით ადასტურებენ. 

წლების განმავლობაში Opel-ი გერმანულ ხარისხთან, გამძლეობასთან და პრაქტიკულობასთან ასოცირდებოდა. მართალია, ზემოხსენებული თვისებები ისევ უცვლელად რჩება, თუმცა თანამედროვე Opel-ს ინოვაციურობასა და მაღალტექნოლოგიურობაზეც აქვს სერიოზული პრეტენზია, რასაც Opel-ის უახლეს მოდელებში გამოჩენილი თანამედროვე სისტემებიც ცხადყოფს.  

Opel-ის და Stellantis-ის ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ინჟინრები ამჟამად აქტიურად მუშაობენ ახალი თაობის ელექტრომობილების შექმნაზე. 2028 წლისთვის Opel-ის პორტფელი სრულად ელექტრიფიცირებული იქნება, რაც კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ Stellantis-ის ჰოლდინგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 58 მილიარდ დოლარს აღწევს. ჰოლდინგი აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Opel, Alfa Romeo, Jeep, Fiat, Dodge, RAM, Citroen, Peugeot, Chrysler და Masterati. მოცემული კომპანიები ერთმანეთს ტექნიკურ ცოდნას, გამოცდილებას და ინოვაციურ ტექნოლოგიებს უზიარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ Stellantis-ის წარმოების ნებისმიერ ავტომობილზე ერთდროულად ათამდე ცნობილი კომპანია მუშაობს. 

Opel-ის სამოდელო რიგი ბენზინის, დიზელის და ელექტრო ავტომობილებით არის წარმოდგენილი. საცალო სეგმენტისთვის გათვალისწინებულია როგორც ბენზინის და დიზელის, ისე ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები, ხოლო კომერციული ტექნიკა, ძირითადად, დიზელის ძრავითაა ხელმისაწვდომი. 

საქართველოში Opel-ს ოფიციალურად კომპანია MEKRE წარმოადგენს, მისი შოურუმი კი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე 118 ნომერში სულ მალე გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები