მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI $25-მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ მოლაპარაკებებს SoftBank-თან აწარმოებს - Reuters

openai

საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია SoftBank-ი ChatGPT-ში $25-მილიარდიანი ინვესტიციის ჩადებას განიხილავს და მოლაპარაკებებს OpenAI-სთან აწარმოებს - ამის შესახებ Reuters-ს კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.

წყაროს ინფორმაციით, იაპონური ჰოლდინგი AI სექტორში ფეხის მოკიდებას გეგმავს და განიხილავს $15-დან $25 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციას OpenAI-ში, საიდანაც ნაწილი ხელოვნური ინტელექტის კომპანიის ახალი პროექტის, Stargate-სკენ მიემართება.

Stargate მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების, OpenAI-ის, Oracle-ის და SoftBank-ის საერთო პროექტია, რომელიც აშშ-ში AI ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ნახევარი ტრილიონი დოლარი იქნება.

SoftBank-მა Stargate-ის პროექტში $15-მილიარდიანი ინვესტიციის დაპირება უკვე გასცა. წყაროს ინფორმაციით, OpenAI-ში ჩადებული ფინანსები ამ ინვესტიციას დაემატება. ამასთან, The Information-ის ცნობით, Softbank კომპანია OpenAI-სა და Stargate-ში ჯამურად $40 მილიარდის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

გასულ წელს Softbank-მა OpenAI-ის $1.5-მილიარდიანი წილი შეისყიდა. ხელოვნური ინტელექტის კომპანია ამჟამად $157 მილიარდად არის შეფასებული და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანიის სტატუსს ინარჩნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები