მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI $250 მილიარდიანი საკრედიტო გარანტიის მიღებაზე Nvidia-სთან მართავს მოლაპარაკებებს

OpenAI Nvidia

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მონაცემთა ცენტრის დაფინანსების მიზნით Nvidia-სთან $250 მილიარდამდე მოცულობის ფინანსური გარანტიის მიღებაზე მოლაპარაკებები წამოიწყო. არსებული ინფორმაციით, შეთანხმება ამერიკულ კომპანიას საშუალებას მისცემს, Nvidia-ს საკრედიტო რეიტინგის დახმარებით, ოჰაიოს შტატში 10-გიგავატიანი მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის სესხი აიღოს.

CNBC-ის ცნობით, გარანტია უშუალოდ ობიექტის იჯარასა და მშენებლობის ხარჯებს ფარავს, ხოლო ჩიპების მოწოდების პირობებს მხარეები დამოუკიდებლად განიხილავენ. გავრცელებული ცნობებით, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ, შესაძლოა, $500 მილიარდს გადააჭარბოს. თავად გიგანტური ობიექტი პაიკის ოლქში მდებარეობს და ის წლების წინ ურანის გამდიდრების ქარხნის სტატუსით ფუნქციონირებდა.

აღსანიშნავია, რომ 10 გიგავატის სიმძლავრე, რომლის საკუთარი ხელოვნური ინტელექტის სისტემისთვის დამატებაც OpenAI-ს სურს ამერიკაში დაახლოებით 8 მილიონი ოჯახის წლიურ ენერგომოხმარებას უტოლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები