OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა, კომპანიის შიგნით განგაში გამოაცხადა, რაც პირდაპირი კავშირშია Google-ის ახალი AI მოდელის, Gemini 3-ის გამოჩენასთან, რომელმაც შესაძლებლობებით ChatGPT-ს გადაუსწრო.
გავრცელებული ცნობით, Gemini-ის მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო სამ თვეში დაახლოებით 450 მილიონიდან 650 მილიონამდე გაიზარდა. ეს ზრდა OpenAI-ისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.
კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა Gemini 3-ის გამორჩეული შესაძლებლობები, რომელთა გამო მომხმარებლები ChatGPT-ის გამოწერას აუქმებენ და Gemini-ის გამოყენებას იწყებენ.
OpenAI-ში გამოცხადებული „კოდ წითელი“ ყველაზე მაღალი განგაშის დონეა, რაც ხაზს უსვამს არსებული გამოწვევის სიმძაფრეს. როგორც ოლტმენი ამბობს, სტარტაპი 24-საათიან მუშაობის რეჟიმზე გადადის, რათა ჩამორჩენა სწრაფად აღმოიფხვრას და ChatGPT-ის განახლებით ეს პრობლემა გაქრეს.




























