ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორები ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის, OpenAI-ის ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით საინტერესო დაკვირვებას ავრცელებენ, მათი შეფასებით, OpenAI-ისა და NVIDIA-ს მიერ შექმნილი ახალი Data-ცენტრის მოხმარება 10-17 გიგავატს მიაღწევს, რაც უფრო მეტი იქნება, ვიდრე ნიუ-იორკის და სან-დიეგოს ჯამური მოხმარების მაჩვენებელი.
მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ 2030 წლისთვის AI-კომპანიების ენერგომოხმარება გლობალური მოთხოვნის 10-12% იქნება, ანუ ამ ტიპის კომპანიების წლიური მოხმარება საშუალო ზომის სახელმწიფოების ენერგომოხმარებას გადააჭარბებს.
ენერგეტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ 17 გიგავატი შესაძლოა შვეიცარიისა და პორტუგალიის მთლიანი ენერგომოხმარების ტოლფასი გახდეს, რაც შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტემპით ენერგიის წარმოება არ იზრდება, ანუ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსი მკვეთრად მზარდია.




























