მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI-ის ფინანსური დირექტორი IPO-ს გადავადებას ითხოვს

OpenAI o1

OpenAI-ის ფინანსური დირექტორი, სარა ფრიარი, კომპანიის საფონდო ბირჟაზე გასვლის პროცესის 2027 წლამდე გადადების ინიციატივით გამოდის. WSJ-ის ინფორმაციით, ფრიარი კერძო საუბრებში აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ჯერ მზად არ არის საჯარო კომპანიებისთვის დაწესებული მკაცრი ანგარიშგების სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმენის გეგმას, რომელიც რეკორდულ IPO-ს 2026 წლის ზაფხულისთვის გეგმავს.

როგორც ირკვევა, გადაწყვეტილების მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემოსავლების ზრდის ტემპის დაბალანსების საჭიროებაა. ბოლო პერიოდში OpenAI-იმ შემოსავლების მიზნობრივ მაჩვენებლებს ვერ მიაღწია, მაშინ როდესაც კომპანიის ხარჯები მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე კოლოსალურია.

არსებული პროგნოზით, OpenAI-იმ მომდევნო რვა წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაში $1.4 ტრილიონი უნდა დააბანდოს, რამაც შესაძლოა, 2028 წლისთვის მისი ზარალი $74 მილიარდამდე გაზარდოს. შედარებისთვის, მისი მთავარი კონკურენტი Anthropic AI, კორპორაციული კლიენტების აქტიური მოზიდვის ხარჯზე, იმავე პერიოდისთვის წონასწორობის წერტილის მიღწევას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები