ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის, The New York Times-ის ინფორმაციით, ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ ახალი საინვესტიციო რაუნდი ჩაატარა, რომლის შედეგად, კომპანიის ღირებულება გასამმაგდა და $80 მილიარდით განისაზღვრა, რაც მას პლანეტის რიგით მე-3 ყველაზე ძვირად ღირებულ სტარტაპად აქცევს, ჩინური ByteDance-ისა და ილონ მასკის SpaceX-ის შემდეგ.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის აქციები ამერიკულმა ვენჩურულმა ფონდმა, Thrive Capital-მა შეიძინა, მაგრამ გარიგებას ტენდერის ხასიათი ჰქონდა, ანუ OpenAI-მ აქციების გაყიდვის საშუალება იმ თანამშრომლებს მისცა, რომელთაც ეს სურდა. მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნული საინვესტიციო რაუნდის შედეგად, სემ ოლტმენის კომპანია არ მიიღებს დამატებით საოპერაციო კაპიტალს, მაგრამ სარგებელი, რომელსაც კომპანია იღებს - გაზრდილი შეფასებაა.