მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI-ის წლიურმა შემოსავალმა ინვესტორთა მოლოდინები ვერ გაამართლა

OpenAI

სუპერინტელექტის ინდუსტრიის გიგანტის, სტარტაპ OpenAI-ს სექტემბრის შემოსავალმა თითქმის $50 მილიარდი შეადგინა, თუმცა ახალი მონაცემი კომპანიის მიერ ადრე გაჟღერებულ პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდა.

საქმე ის არის, რომ მანამდე გამართულ შეხვედრაზე ხელმძღვანელობამ ინვესტორებს აცნობა, რომ $70 მილიარდის შემოსავალს ელოდა.

როგორც ირკვევა, შემოსავლების მაჩვენებლებს შორის სხვაობა მეტოქე კომპანია Anthropic-ის მონაცემებთან პირდაპირი შედარების მცდელობამ განაპირობა. Anthropic-ისგან განსხვავებით, OpenAI პარტნიორების, Amazon-ის AWS-ისა და Alphabet-ის Google Cloud-ის მეშვეობით მიღებულ გაყიდვებს საერთო მაჩვენებელში არ ასახავდა. უახლესმა დოკუმენტაციამ კი ცხადყო, რომ ტექ-სტარტაპის ზრდა არც ისე მასშტაბურია.

ინფორმაციისთვის, მეორე კვარტალში კვარტალური შემოსავლებით Anthropic-მა OpenAI-ს პირველად გადაუსწრო. თუ მეტოქე კომპანიამ $11.5 მილიარდი გამოიმუშავა, OpenAI-ს შემოსავალმა მხოლოდ $6.7 მილიარდი შეადგინა. როგორც ირკვევა, სწორედ ამ ჩამორჩენის გადაფარვა სურდა ოლტმენის კომპანიას და ამიტომაც არ გააცნო ინვესტორებს შემოსავლებისა და ხარჯების სრულფასოვანი სურათი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები