მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI-მ საფონდო ბირჟაზე გასვლის კონფიდენციალური განაცხადი შესაძლოა პარასკევს წარადგინოს

openai

ხელოვნური ინტელექტის წამყვანმა კომპანია OpenAI-მა აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების კონფიდენციალური განაცხადი მოამზადა. ამერიკულმა მედიამ Goldman Sachs-ისა და Morgan Stanley-ის წარმომადგენლებისაგან მიიღო დასტური, რომ პროცესი დასრულებულია და სტარტაპმა მარეგულირებლებს განაცხადი შესაძლოა პარასკევსვე წარუდგინოს.

კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, სარა ფრიარმა აღნიშნა, რომ ისეთი დიდი მოთამაშის მხრიდან, როგორიც OpenAI-ია, აღნიშნულ ეტაპზე გადასვლა ძალიან დიდი და წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ დოკუმენტაციის კონფიდენციალურად წარდგენა საფონდო ბირჟაზე აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას არ ნიშნავს და ის ერთ-ერთი ბოლო ეტაპია ბირჟაზე დალისტვამდე. შედარებისთვის, მსგავსი განაცხადი მარეგულირებელთან გასულ თვეში ილონ მასკის ტექნოლოგიურმა და აეროკოსმოსურმა გიგანტმა, SpaceX-მაც შეიტანა, 21 მაისს კი ოფიციალურად გამოაცხადა, რომ Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო განთავსებისთვის მზადაა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გეგმავს სემ ოლტმენის სტარტაპი ბირჟაზე გასვლას.

ცნობისთვის, კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ბუმს საფუძველი ჩეთბოტის, ChatGPT-ს წარდგენით ჩაუყარა. პოპულარული AI ასისტენტი საზოგადოებამ პირველად 2022 წელს იხილა და იქცა ხელოვნური ინტელექტის ერთგვარ სიმბოლოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები