მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ტეხასის შტატში მსხვილ დატა ცენტრს აშენებს

chatgpt
BM. GE
24.07.25 21:20
444

მსოფლიოს წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანია OpenAI-მ, პარტნიორებთან - Oracle-თან და SoftBank-თან ერთად ტეხასის შტატის ქალაქ ებილენში ახალი პროექტი დაიწყო, სახელწოდებით Stargate.

პირველ ეტაპზე საუბარია 5 გეგავატი სიმძლავრის დატა ცენტრის აშენებაზე, რომელშიც Nvidia-ს 2 მილიონი AI ჩიპი ამუშავდება.

კომპანია Oracle, თავის მხრივ, Nvidia GB200-ის ტიპის 400,000 გრაფიკული პროცესორის შესყიდვას დააფინანსებს. მშენებლობის პროცესი 2026 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.

Stargate ტექნოლოგიური და ფინანსური კომპანიების ერთობლივი ინიციატივით დაწყებული პროექტია და მისი ჯამური ღირებულება $500 მილიარდი იქნება. საერთო წამოწყებაში ჩართულნი არიან OpenAI, Oracle-ი, SoftBank და MGX. ასევე JP Morgan-ი, რომელმაც პროექტის განხორციელებისთვის $7.1 მილიარდის სესხი უკვე გამოყო.

ახალი დატა ცენტრის აშენებას თავისი რისკებიც ახლავს. ძირითადად, საქმე ეხება საჭირო სიმძლავრის ენერგიის მიწოდებას და ლოგისტიკურ სირთულეებს, რამაც ცენტრის გახსნა შეიძლება გადაავადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები