მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Oracle-მა მონაცემთა ცენტრის პროექტთან დაკავშირებით ფორსმაჟორი გამოაცხადა

oracle

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Oracle-მა ფორსმაჟორული შეტყობინება გაუგზავნა ნიუ-მექსიკოში მონაცემთა ცენტრის პროექტის დეველოპერს, რომელიც საინვესტიციო კომპანია Blue Owl Capital-ის ერთეულია. შეტყობინების თანახმად, თუ 2028 წელს ობიექტი ექსპლუატაციაში არ შევა, მენეჯმენტი გადახდის გადავადებას გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, "იუპიტერის" სახელით ცნობილი მონაცემთა ცენტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად დაწყებული საინვესტიციო პროექტის, Stargate-ის განვითარების ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდში მარეგულირებლების წინააღმდეგობასა და გარემოსდაცვითი ჯგუფების უკმაყოფილებას შეეჯახა.

მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, Oracle-ის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ პროექტი დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს და ინვესტორებს სანერვიულო არაფერი აქვთ. პარალელურად, Blue Owl Capital-ის განმარტებით, დასახელებული შეტყობინება მრავალწლიანი პროექტის ფინანსურ ვალდებულებებს არ ცვლის.

დამამშვიდებელი განცხადების მიუხედავად, დღევანდელ სავაჭრო სესიაზე Oracle-ის აქციები 7%-ით დაეცა და მას 1-წლიან პერიოდში უკვე 55%-იანი ვარდნა აქვს, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს და მეგაპროექტ Stargate-ს დროულად ვერ განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები