მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI-ს შემოსავალმა რეკორდულ $2 მილიარდს მიაღწია

chatgpt

ათწლეულის მთავარი ტექნოლოგიური ინოვაციის, ხელოვნური ინტელექტის შემოქმედი კომპანიის შემოსავლები დრამატულად იზრდება. როგორც ირკვევა, OpenAI-ს შემოსავალმა გასულ წელს 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც სტარტაპის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

OpenAI-ს შემოქმედებას ეკუთვნის პლანეტის ყველაზე მოთხოვნადი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT, რომელსაც ყოველდღიურად 100 მილიონამდე მომხმარებელი იყენებს.

უნდა აღინიშნოს, რომ OpenAI-ს უმსხვილესი ინვესტორი პლანეტის უდიდესი კომპანია Microsoft-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. თავად OpenAI-ს შეფასება კი $80 მილიარდს აღწევს, რაც მას მსოფლიოს უმსხვილეს სტარტაპად აქცევს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს 2 მილიარდი დოლარი არაფერია იმასთან შედარებით, თუ რეალურად რისი გენერირება შეუძლია OpenAI-ს მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.