მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI საინვესტიციო რაუნდისთვის ემზადება, სტარტაპის სავარაუდო შეფასება $100 მილიარდია

chatgpt

მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემოქმედი სტარტაპი OpenAI ახალი საინვესტიციო რაუნდისთვის ემზადება და ის ინვესტორებისგან დამატებითი კაპიტალის მოზიდვას შეეცდება.

მთავარი სიახლე სტარტაპის საბაზრო შეფასებას უკავშირდება, როგორც ირკვევა, მომდევნო რაუნდში OpenAI-ს შეფასება $100 მილიარდს მიაღწევს, რაც თითქმის $15 მილიარდით მეტი იქნება წინა კაპიტალიზაციასთან შედარებით.

OpenAI-ს უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი, რომელიც სტარტაპში საკუთარი წილის გაზრდას გეგმავს. გარდა ამისა, OpenAI-ში ინვესტირებით დაინტერესებულნი არიან როგორც სილიკონის ველის, ასევე აზიის უმსხვილესი ფონდები.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები